ესე

მილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას,რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის ,, თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია’’ ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს,  ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ;
თამბაქოს კვამლი 400 მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს,რომელთაც ბოლთან ერთად ჩაისუნთქავს  მწეველი, მასში შემცველი ნივთიერებებია: ნიკოტინი, კუპრი, ნახშირბადის მონოოქსიდი, ფისი...ამ ყველაფერს მწეველის ადამიანის ორგანიზმის დაავადებას, პირველ რიგორგანიზმი ეჩვევა და მასზე დამოკიდებული ხდება, ყველაზე საშიში ნივთიერება ჩამოთვლილთაგან ნიკოტინია, ის განსაკუთრებულად  მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა  და სასუნთქ სისტემებზე, თამბაქოს მოხმარება იწვევს ში ეს არის ფსიქოლოგიური დეგრედაცია, რომელიც სპობს ფსიქიკას და ამავდროულად ორგანიზმი არასწორ ფიზიოლოგიურ განვითარებამდე მიჰყავს.
იგი შეფარვითი იარაღია, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად საკუთარი სიცოცხლის ხელყოფამდე მიჰყავს.  თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას საკუთარი ხელით სპობს., მას არ შეუძლია  თუ იგი ძლიერი ნებისყოფის არაა მოერიოს  ამ მავნე სენს, რომელიც განაპირობებს ადამიანის არაჯანსაღ ყოფას; იგი მხოლოდ გარეგანი პრობლემების გაჩენას არ იწვევს, ადამიანს უჩნდება შინაგანი, ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც მისი, როგორც პიროვნების რეგრეს აყალიბებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად განვითარებულ  ქვეყნებში  1,4 %-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად, ხოლო განვითარებად ქვეყნებში  1,7 % ით გაიზარდა, ეს არის დღევანდელი საუკუნის კატასრტოფა, რადგან მსოფლიოში საუშუალო ასაკის  სამი გარდაცვლილი მამაკაციდან 1 სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო  ქალებში 8 გარდაცვლილიდან 1.
   როგორ შეიძლება გავუმკვლავდეთ 21-ე საუკუნის სენს?    პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ქონდეს სრული  ინფორმაცია თუ რატომ არ უნდა იყოს თამბაქოზე დამოკიდებული, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კარგი პოლიტიკა გაატარეს თამბაქოს ასაკრძალად განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ სიგარეტის ფასები გაზარდეს, ამჟამდ მისი ყიდვის შესაძლებლობა არც ისე ბევრს აქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა , ადამიანები რომლებიც თამბაქოს აქტიური მომხმარებლები არიან, უნდა გაითავისონ, რომ  ჯანმრთელობა ეს არის ფასდაუდებელი განძი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებმაც მსოფლიო მოიცვა და  ეს ყველაფერი  ადამიანის ჯანმრთელობაზე  უარყოფითად აისახება, თავადვე ადამიანმა საკუთარ,  ისედაც დაავადებულ ორგანიზმს  უარესად არ უნდა შეუწყვიტოს ნორმალური ფუნქციონირების შაულაება, არ უნდა გახადოს ორგანიზმი მსეხვერპლი საკუთარი ნებისყოფისა. ვინაიდან ,,ჯანმრთელობა არის ის, რაც გაგრძნობინებს, რომ სწორედ ახლა არის წელიწადის საუკეთესო დრო’’
იგი შეუფასებელი სიმდიდრეა,რომელიც სჭრიდება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს სრულფასოვანი და შექმნას რაიმე ღირებული.
,,ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის , თუმცა ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია’’
                                        
                                   თეონა მახარაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий